,,დღეს აშშ, მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოსთან ერთად გლოვობს ამ მძიმე დანაკარგს'", _განაცხადა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, რომელიც თბილის საერთაშორისო აეროპორტში ქართველი ჯარისკაცების ჩამოსვენების ცერემონიალს დაესწრო.
"დღეს აშშ, მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოსთან ერთად გლოვობს ამ მძიმე დანაკარგს. დღეს ჩვენ დავტირით იმ მამაც ჯარისკაცებს, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ. მე პირადად ორწელიწადნახევარი გავატარე ავღანეთში და ძალიან კარგად ვიცი, რომ მათი ვაჟკაცობით ავღანელ ხალს მიეცა შესაძლებლობა, ზეწოლის რეჟიმს თავი დააღწიოს. დღეს ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, თქვენთან ერთად ვართ ამ გლოვის დღეებში", - განაცხადა ნორლანდმა.