ნატოში შეერთებული შტატების ელჩის ივო დაალდერის განცხადებით, მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრი სახელმწიფოები გახდებიან.
"ჩვენ გვსურს ნატოსა და რუსეთის დაახლოება ანტისარაკეტო თავდაცვისა და ავღანეთთის სფეროში თანამშრომლობის გაღრამავების მიზნით. ასევე გვსურს დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი აზრები არ გაიყოფა საქართველოს თემასთან მიმართებაში. ჩვენ დაჯინებით ვითხოვთ, რომ შევძლოთ ნატოში ახალი წევრების მიღება ყოველგვარი ვეტოს გარეშე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროპის საზღვრებში და მის გარეთ ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იყოს დაცული", - განაცხადა დაალდერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.