დავფიქრდეთ და შევაფასოთ სიტუაცია. რაღაც სცენარი იწერება უჩვენოდ და არა ჩვენ სასიკეთოდ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი და ავღანეთში მომხდარ ტერაქტში საქართველოს პრეზიდენტის ბრალეულობაზე საუბრობს.
"ჯერ დავმარხოთ ბიჭები, მერე დავფიქრდეთ და შევაფასოთ სიტუაცია. რაღაც სცენარი იწერება უჩვენოდ და არა ჩვენ სასიკეთოდ. ამას უნდა წყნარად გააზრება და მშვიდად პასუხის გაცემა. სააკაშვილი, რომ ამ პროვოკაციის ნაწილია და მისი 26 მაისის მოგზაურობა და ადგილზე გამომწვევი კითხვები შემთხვევითი არ იყო, რომ მოდელირებული კლიპები ისე არ ჩნდება ვინმეს, რომ არ დაეგეგმა და არა თალიბებს. ეს ყველაფერი ვის აწყობს? რთული და გონივრული პასუხის დროა და არა ქუჩის აქციების"- წერს სალომე ზურაბიშვილი.