,,ეს იმ ტიპის ტრაგედიაა, რომელიც თოთოეული ჩვენგანის ოჯახში შემოდის", - განაცახადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მომხდარი უდიდესი ტრაგედიაა.
,,ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახებს და ახლობლებს და საქართველოს ყველა მოქალაქეს. Eეს იმ ტიპის ტრაგედიაა, რომელიც თითოეული ჩვენგანის ოჯახში შემოდის. უმძიმესი დღეებია, უმძიმესი დროა. ომში წასული ჯარისკაცები ყოველთვის რისკის ქვეშ არიან და ყოველთვის არის საშიშროება ამდაგვარი მოვლენების, მაგრამ როცა ეს ხდება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მძიმეა", -განცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.