ავღანეთში, 2009 წლის ნოემბერის შემდეგ, რაც საქართველო ნატოს ISAF-ის მისიას შეუერთდა 29 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
საქართველო ნატოს ის არაწევრი სახელმწიფოა, რომელსაც ყველაზე მეტი, 1 685 სამხედრო ჰყავს ავღანეთში.
ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სრული სია
ლეიტენანტი მუხრან შუკვანი - დაბადების თარიღი: 31.01.1984. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური. დაიღუპა სნაიპერის ტყვიით 2010 წლის 5 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციაში.
პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი - დაბადების თარიღი: 15.01.1967. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ოფიცერი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
სერჟანტი დავით ცეცხლაძე - დაბადების თარიღი: 07. 09. 1975. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
კაპრალი ნუგზარ კალანდაძე - დაბადების თარიღი: 27.07.1989. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი - დაბადების თარიღი: 03.03.1989. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
კაპრალი გიორგი ავალიანი - დაბადების თარიღი: 04.04.1981. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 22 თებერვალს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
კაპრალი ვალერი ვერსკიანი - დაბადების თარიღი: 13.11.1979. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. სასიკვდილოდ დაიჭრა 2011 წლის 5 მარტს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. გარდაიცვალა 2011 წლის 16 მარტს გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში.
უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე - დაბადების თარიღი: 08.12. 1985. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 27 მაისს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
რიგითი გია გოგუაძე - დაბადების თარიღი: 04.10.1990. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 19 ივნისს თალიბების თავდასხმის შედეგად მიღებული სასიკვდილო ჭრილობებით, ჰელმანდის პროვინციაში.
სერჟანტი რეზო ბერიძე - დაბადების თარიღი: 16. 10.1979. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 30 აგვისტოს თალიბების თავდასხმის შედეგად მიღებული სასიკვდილო ჭრილობებით, ჰელმანდის პროვინციაში.
კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი - დაბადების თარიღი: 02.10.1988. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 30 დეკემბერს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
კაპრალი შალვა ფაილოძე - დაბადების თარიღი: 02.10.1988. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 5 იანვარს. ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
კაპრალი ვალიკო ბერაია - დაბადების თარიღი: 17.06.1987. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 21 თებერვალს საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
კაპრალი რუსლან მელაძე - დაბადების თარიღი: 20.09.1991. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 21 თებერვალს, საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
კაპრალი პაატა კაჭარავა - დაბადების თარიღი: 29.07.1975. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 21 თებერვალს საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე - დაბადების თარიღი 19.08.1976. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 24 აპრილს პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
კაპრალი გივი ფანცულაია - დაბადების თარიღი 29.08.84. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში. 2012 წლის იანვარში დაიჭრა ნაღმმტყორცნის ჭურვით. 6-თვიანი მკურნალობის მიუხედავად, ჯარისკაცი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა 26 ივლისს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
კაპრალი მინდია აბაშიძე - დაბადების თარიღი 27.10.1989. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური. დაიღუპა 2012 წლის 10 ოქტომბერს ავღანეთის სამშვიდობო მისიის ფარგლებში საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს.
სერჟანტი გიორგი კიკაძე - დაბადების თარიღი 16.01.1988. საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მებრძოლი. დაიღუპა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, 2012 წლის 29 დეკემბერს.
უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე - დაბადების თარიღი 22.11.1979. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2005 წლიდან. დაიღუპა 2013 წლის 13 მაისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.
კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე - დაბადების თარიღი 17.12.1986. საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ირიცხებოდა 2007 წლიდან. დაიღუპა 2013 წლის 13 მაისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.
კაპრალი ვლადიმერ შანავა - დაბადების თარიღი 01.04.1989. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2007 წლიდან. დაიღუპა 2013 წლის 13 მაისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.
კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე - დაბადების თარიღი 07.01.1988. ქართულ ჯარში 2009 წლიდან მსახურობდა.
კაპრალი გიორგი ადამოვი - დაბადების თარიღი 23.05.1990. შეიარაღებული ძალების რიგებში 2009 წლიდან ირიცხებოდა.
რიგითი ზურაბ გურგენაშვილი - დაბადების თარიღი 02.09.1980. არმიაში 2010 წლიდან მსახურობდა.
რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი - დაბადების თარიღი 25.12.1986. კონტრაქტი 2012 წელს გააფორმა.
რიგითი ბორის ცუგოშვილი - დაბადების თარიღი 12.05.1984. შეიარაღებულ ძალებში 6 წელი იმსახურა.
რიგითი ზვიად სულხანიშვილი - დაბადების თარიღი 22.10.1990; ქართულ ჯარს 2010 წელს შეუერთდა.
რიგითი გიორგი ღუჭაშვილი - დაბადების თარიღი 10.12.1991. საქართველოს შეიარაღებული ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა.