,,ეს არის ყველაზე დიდი დანაკლისი, რომელიც საქართველომ განიცადა იმ წლების განმავლობაში, რაც ჩვენ ვართ ავღანეთში", -განაცხადა ჟურნალისტებთან აშშ ვიზიტად მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის კომენტირებისას.
,,მინდა მთელს საქართველოს გამოუცხადო თანადგომა და მინდა მიუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. Eეს არის ყველაზე დიდი დანაკლისი, რომელიც საქართველომ განიცადა იმ წლების განმავლობაში, რაც ჩვენ ვართ ავღანეთში", _განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ისინი საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ.
დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები მისიის შესასრულებლად ავღანეთში 2013 წლის აპრილში გაემგზავრნენ.
კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე (07.01.1988) ქართულ ჯარში 2009 წლიდან მსახურობდა. კაპრალი გიორგი ადამოვი (23.05.1990) შეიარაღებული ძალების რიგებში 2009 წლიდან ირიცხება. პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი (02.09.1980) არმიაში 2010 წლიდან მსახურობდა. რიგითმა მიხეილ ნარინდოშვილმა (25.12.1986) კონტრაქტი 2012 წელს გააფორმა. რიგითმა ბორის ცუგოშვილმა (12.05.1984) შეიარაღებულ ძალებში 6 წელი იმსახურა. პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი (22.10.1990) ქართულ ჯარს 2010 წელს შეუერთდა. პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი (10.12.1991) საქართველოს შეიარაღებული ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა.