ავღანეთში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამხედროები ამ დროისთვის ბაზა „ბასტიონზე", მთავარ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, უმრავლესობას  ბაროტრამვა აღენიშნება. 
როგორც 42-ე ბატალიონის სამხედრო ექიმმა, მაიორმა ზურაბ ზაქარაიამ  აღნიშნა, ქართველი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი 24 საათის განმავლობაში  მაღალკვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.