დღეს, 6 ივნისს, ავღანეთში ჰელდმანის პროვინციაში საბრძოლო დავალების შესრულების დროს, 6 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, ცხრა ჯარისკაცი დაჭრილია. ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთინებული შტაბის უფროსმა ირაკლი ძნელაძემ თავადაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქართულ მოწინავე ბაზაზე მოხდა ტერორისტული თავდასხმა.
"თვითმკვლელა ტერორისტმა ჩვენს ბაზასთან მოახდინა სატვირთო ავტომანქანის აფეთქება, რომელმაც გამოიწვია მსხვერპლი. გვყავს დაჭრილები და დაღუპულები", - განაცხადა ძნელაძემ.
გარდაცვლილია 6 სამხედრო მოსამსახურე:
კაპრალი ორთავაძე თეიმურაზი თამაზის ძე,
კაპრალი ადამოვი გიორგი ნუგზრის ძე,
რიგითი გურგენაშვილი ზურაბი გიორგის ძე,
რიგითი ნარიდოშვილი გიორგი ვეფხვიას ძე,
რიგითი ცუგოშვილი ბორისი ტარიელის ძე,
რიგითი სულხანიშვილი ზვიადი სულხანის ძე.
რიგითი ღუჭაშვილი გიორგი ვაჟას-ძე მოყოლილი ნაგრევებში და ამჟამად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
გაერთიანებული შტაბის უფროსმა დაღუპული გმირების ოჯახებს მიუსამძიმრა.