რუსეთის ფედერაციას "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის გაუქმების მოთხოვნა დღის წესრიგიდან არც არასოდეს მოუხსნია, - აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
"მაგას რუსეთი სულ ითხოვდა. ამ კანონის მიღების შემდეგ, რუსეთს მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ მოუხსნია, ამიტომ ეს არ არის დღევანდელი დღის ფაქტი",_აცხადებს საყვარელიზე სააგენტოსთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის გაუქმება მოსთხოვა.