დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ყატარის რესპუბლიკიდან დაბრუნდება.
ვიზიტის ფარგლებში გილაური აღმასრულებელი ხელისუფლების პირველმა პირებმა მიიღეს, მათ შორის რესპუბლიკის ამირმა.
გილაური შეხვდა ადგილობრივ ბიზნესმენებსაც, რომელთაც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ქვეყნის ბიზნესგარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
გილაური ყატარში იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან, სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელთან, ეკონომიკური უწყების ხელმძღვანელ ზურაბ პოლოლიკაშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან ერთად 25 თებერვალს გაემგზავრა.