,,საგარეო უწყება ბატონი კარასინისგან ინსტრუქციებს არ იღებს", -განაცხადა ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას.
"საგარეო უწყება ბატონი კარასინისგან ინსტრუქციებს არ იღებს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა ტიპის კანონებს მიიღებს და განახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ,,ოკუპაციის შესახებ კანონის"გაუქმებას მოითხოვს.