გიგი წერეთელი სასჯელაღსრულების სამინისტროს ვანო მერაბიშვილისათვის საკანში ტელევიზორის დადგმის მოთხოვნით მიმართავს. როგორც დეპუტატმა განაცხადა მან პირადად მოინახულა პარტიის გენერალური მდივანი, რომელიც ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის.
„იყო უჩვეულო და არც თუ ისე სასიამოვნო გარემოში. მოქმედ პარტიის მდივანთან ამ პირობებში საუბარი განსახვავებული ფორმატია. თავს კარგად გრძნობს და არა აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. პირობები რაც შეიძლება იყოს ციხეში აქვს და ერთადერთი მას სჭირდება უფრო მეტი ინფორმაციის საშუალება. კანონდებლობა ითვალისწინებს დამატებით საშუალებებსაც და შიძლება გვქონდეს ამაზე საუბარი სასჯელაღსულების სამინისტროს ხელმძღვანელობასთან",-განაცხადა წერეთელმა
მისივე თქმით, პარტია ხელმძღვანელობს იმავე სქემით, როგორც ეს ვანო მერაბშვილის დაპატიმრებამდე იყო.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმ სქემით, რომლითაც ჩვენ ამ დაპატირებამდე ვხელძღვანელობდით. ის იყო ერთ- ერთი სერიოზული საპრემიერო კანდიდატიც და საპრეზიდენტო კანდიდატიც. ჯერ-ჯ ერობით ეს საკითხი გადაწყვერილი არ არის და მან თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება იქნება თანმხვედრი პარტიის გადაწყვეტლებისა",-განაცხადა წერეთელმა .