კონსტანტინე გამსახურდიამ პარლამენტში დაბრუნებით კონსტიტუცია გააუპატიურა, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, მისივე თქმით, ის გამსახურდიას გადაწყვეტილებას ვერ გააკრიტიკებს, რადგან ეს პოლიტიკოსის პირადი საქმეა. მაგრამ ძალიან ბევრ კითხვას, ეს ნაბიჯი უპასუხოდ ტოვებს.
"მინდა მჯეროდეს, რომ კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში კეთილი მიზნებისთვის დაბრუნდა, თუმცა მიჩნდება კითხვა უღირდა კი პარლამენტიდან წასულ პოლიტიკოსს კონსტიტუცის თავდაყირა დაყენების ხარჯზე ისევ პარლამენტში დაბრუნება?",- განაცხადა"ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ხუხაშვილმა
მისივე თქმით, წარსული დეპუტატის პარლამენტში დაბრუნებით, კანონმდებლობის დისკრედიტირება ხდება და ამით კონკრეტული გამსახურდია კანონმდებლობის გაუპატიურების თანამონაწილე ხდება.
"მე მაინც ვერ ვპოულობ პასუხს კითხვაზე უღირდა კი გამსახურდიას თანამონაწილე გამხდარიყო კონსტიტუციის გაუპატიუების? და ან თუ წავიდა უკან რატომღა ბრუნდება?",- აცხადებს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, პარტია "თავისუფლების" ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში ბრუნდება. როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, შესაბამისი განცხადებით პარლამენტის ტავმჯდომარეს უახლოეს ხანში მიმართავს. "კონსულტაციებიდან და პირადი მოსაზრებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე პარლამენტში შევიდე და დეპუტატის უფლებამოსილება აღვიდგინო", - აცხადებს გამსახურდია. მისივე განმარტებით, ის საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების შემდეგ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებების შემსწავლელი კომისიის მუშაობაშიც ჩაერთვება. ამასთან, გამსახურდია არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფსაც შეუერთდეს.