საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის თქმით, განათლების მინისტრი გიორგი მარგელაშვილი თავის წინასაარჩევნო კამპანიას უნივერსიტეტებზე ზეწოლით იწყებს. მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო, რომელიც უმრავლესობამ დაძლია, მარგელაშვილის ზეწოლით მოხდა.
„მოქმედმა ხელისუფლებამ დაიწყო უკვე არა საპარლამენტო ოპოზიციაზე, არამედ უმრავლესობაზე ზეწოლა. მომავალმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, საპარლამანეტო უმრავლესობის ლიდერებს დაავალა აღნიშნული ვეტოს დაძლევა, თუმცა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უნივერსიტეტების შესახებ კერძოდან საჯაროდან იურიდიულ პირად გადასვლას გულისხმობს, უმრავლესობაშიც ჰქონდა გასნხვავებული აზრები, თუმცა მარგელაშვილის ზეწოლის შემდეგ, მათ ეს ერთობლივად დასძლიეს", - განაცხადა სერგო რატიანმა.