საფრანგეთში ოფიციალურად, კანონის მიღებიდან პირველად, პირველი ერთსქესიანი ქორწინება დარეგისტრირდა. ორი მამაკაცის ქორწილი მონპელიეში გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით დაქორწინდნენ: გეი აქტივისტი ვენსან ოტენი და ჩინოვნიკი ბრუნო ბუალო. ცერემონიალი ქალაქის მერმა ჩაატარა.
ქორწილს თითქმის 1000 ადამიანი ესწრენოდა - მეგობრები, პოლიტიკოსები, აქტივისტები, ჟურნალისტები. ქორწინების ცერემონიალს რამდენიმე ათეული პოლიციელი იცავდა. ცერემონიალს ასევე ესწრებოდა მთავრობის პრესმდივანი ნაჟა ვალლო-ბელკასემი.
შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. აღნიშნულმა დოკუმენტმა მწვავე საზოგადოებრივი რეაქცია გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები