Microsoft-ს დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა საკუთარ ოთხ შვილს 10-10 მლნ დოლარი მისცა. გეითსმა აღიარა, რომ დიდი ხანია რაც ფულის ყადრი აღარ იცის. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა შვილებისთვის 10 მლნ დოლარის გადცემა ახსნა იმით, რომ არ სურს შვილებს დიდი ფული მისცეს, რათა მათ თავად გადაწყვიტონ, რა სურთ სამომავლოდ.
„მიმაჩნია, რომ ბავშვი უნდა გაიზარდოს იმ შეგრძნებით, რომ მან საკუთარი ცხოვრება და მომავალი თავად უნდა წარმართოს. ეძებოს სამუშაო და ფული ქარს არ უნდა გააყოლოს"- მიიჩნევს მილიარდერი.
მისი განმარტებით, მიუხედავად რომ გაზონის საკრეჭი დიდი ხანია ხელში არ სჭერია, ჭურჭელს ყოველდღე თვითონ რეცხავს.
მასალის გამოყენების პირობები