"ხალხის პარტიის" ლიდერი, კობა დავითაშვილი "მემარჯვეენეებსა" და "რესპუბლიკელებს" "ერთიან ოპოზიციაში" შესვილისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ დავითაშვილმა დღეს, ჭადრაკის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
დავითაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა ირაკლი ალასანიას ჭადრაკის სასახლეში ყოფნის გამო და დანარჩენ "ალიანსის" წევრებსაც ერთიანობისაკენ მოუწოდა.
"აღსრულდა ქართველი ხალხის ნება - ოპოზიცია ერთიანი. დღეიდან სააკაშვილის რეჟიმის დღეები დათვლილია. მადლობა მინდა გადავუხადო "ლეიბორისტებს", "ეროვნულ ფორუმს" და სხვა აქ არ მყოფ პარტიებს თავისი კოლეგიალურობისთვის. მინდა განვაცხადო, რომ "რესპუბლიკელებმა" და მემარჯვენეებმა" პირადად ჩემზე რაც არ უნდა იფიქრონ და რაც არ უნდა განაწყენებულები იყვენენ, ჩემგან ვერავინ ერთ სიტყვასაც ვერ მოისმენს მათ საწინააღმდეგოდ ნათქვამს. ვთხოვ ჩემს მეგბრებს - დავით გამყრელიძეს, დავით უსუფაშვილს, შემოუერთდით ამ ერთობას და ერთად ვიბრძოლოთ იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც მრავალი წელი ერთად ვებრძოდით", - განაცხადა დავითაშვილმა.