რუსეთმა განაცხადა, რომ იგი სირიაში სარაკეტო კომპლექსებს "ს 300" გააგზავნის, რომლებიც დამასკოს საშუალებას მისცემს უცხო ქვეყნის ინტერვენციას წინააღმდეგობა გაუწიოს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის თქმით, რაკეტები სტაბილიზაციის ფაქტორია, ვინაიდან ზოგ ზოგიერთებს არ მისცემს საშუალებას ჩაერიოს ამ კონფლიქტში. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
რუსეთი ასევე კრიტიკულად განეწყო ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმართ არ გაგრძელებულიყო იარაღის მიწოდებაზე ემბარგო სირიის ოპოზიციისათვის.
"ევროკავშირი ფაქტობრივად ცეცხლზე ნავთს ასხამს და ამცირებს სირიის საკითხზე პოლიტიკური დარეგულირებისკენ მიმართული კონფერენციის ჩატარების შანსებს, რომლის ჩატარებაც წესით მათ ინტერესებში უნდა იყოს", _ განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.
რუსეთის წარმომადგენელი ნატოში ალექსანდრე გრუშკო აცხადებს, რომ მისი ქვეყანა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით მოქმედებს.
"იარაღი რომელსაც ჩვენ სირიას მივაწვდით - თავდაცვითია", _ აცხადებს გრუშკო.
ამავე დროს ისრაელის თავდაცვის მინისტრი მოშე იალონი აცხადებს, რომ სარაკეტო კომპლექსები "ს-300" ჯერ ჯერობით რუსეთშია.
"იმედი მაქვს, რომ ისინი იქვე დარჩებიან, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას ისინი სირიაში ჩავიდნენ. ჩვენ ვიცით რა უნდა ვქნათ", _ აცხადებს მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები