პრემიერ-მინისტრი ისრაელში ოფიციალური ვიზიტით უახლოეს მომავალში ჩავა. Aამის შესახებ ჟურნალისტებთან ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა.
,,ახლო მომავალში ჩვენ ველოდებით მნიშვნელოვან ვიზიტს. პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს აქვს მიწვევა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან და უახლოეს პერიოდში აპირებს იქ ჩასვლას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება და ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ჭრილში", - აღნიშნა ფუქსმა.