ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 26 მაისს სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. აღნიშნული ფაქტი ოფიციალურად არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია, ასევე ამ დრომდე გარდაცვლილთა და დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ჩრდილოეთით, სადაც სავარაუდოდ რაკეტების ჩამოვარდნა უნდა მომხდარიყო, მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ აფეთქების ძლიერი ხმა გაიგეს. ადგილობრივმა პოლიციამ ასევე მიმდებარე ტერიტორიები შეამოწმა თუმცა მათი განცხადებით, აფეთქების კვალი არ აღმოუჩენიათ.
წინასწარი ინფორმაციით ლიბანის აღნიშნული ქმედება ეს იყო საპასუხო რეაქცია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლიბანის ერთ ერთ ქალაქში ორი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, რომლის შედეგად ხუთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. როგორც ცნობილია ლიბანში მოქმედი დაჯგუფება "ჰეზბოლა" სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს უჭერს მხარს და სწორედ მათ წინააღმდეგ იყო მიმართული სარაკეტო დარტყმები. ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არცერთ მხარეს არ გაუკეთებია.