მექიკის ცენტრალურ ნაწილში, შტატ იდალგოში ტურისტული ავტობუსის ავარიაში მოჰყოლის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 19 მძიმედ დაშავდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც მკურნალობას გადიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. როგორც ცნობილი გახდა დაღუპული 16 ადამიანიდან ყველა ტურისტი იყო, თუმცა მათი ზუსტი ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
თვითმხილველთა განცხადებით, ავტობუსი იდალგოს შტატიდან ტურისტული მარშუტის შემდეგ მექსიკაში ბრუნდებოდა, რა დროსაც საბურავები მოულოდნელად აფეთქდა.
ადგილობრივი სამართალდამცავთა თქმით, საბურავების აფეთქების შემდეგ მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა. როგორც გაირკვა ტურისტული ავტობუსი 1970 წელს იყო გამოშვებული და ის საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა.