ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სერგო რატიანი და ირმა ნადირაშვილი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილთან საპყრობილეში შესვლას დაუყოვნებლივ ითხოვენ. საპარლამენტო უმცირესობის წევრების თქმით მათ ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვთ პარტიული ცხოვრება რადგან მართი პარტიის გენერალური მდივანი დაკავებულია და მათთან კონსულტაციას ვერ ახერხებენ.
„ჩვენ ყველანაირი პარტიული კონსულტაციები შეყვეტილი გვაქვს უკვე რამდენიმე დღეა, რადგან პარტიის გენერალური მდივანი საპყრობილეში პოლიტიკური ნიშნით არის მოთავსებული. ვითხოვთ პარლამენტის თავმჯდომარემ დაუყოვნებლიბ მოგვცეს დელეგირება და მერაბიშვილთან როგორც პარტიის მდივანთან სისტემატიური კონსულტაციები გავმართოთ წინა საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით" განაცხადა სერგო რატიანმა.
ცნობისთვის ნაციონალური მოძრაობის ამ მოთხოვნას გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა რომ თუ დეპუტატები შესაბამის არგუმენტებს წარმოადგენენ, რის გამოც უნდა შევიდნენ საპყრობილეში მათ დელეგირების უფლება მიეცემათ.