ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სირიის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიზნით საერთაშორისო კონფერენციის მოსამზადებელი პროცესი განიხილეს.
ჯონ კერი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ. მოგვიანებით შეხვედრას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსი შეუერთდა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოთხოვნით, შეხვედრამ ჟურნალისტების გარეშე ჩაიარა. მიმდინარე წელს შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებებს შორის ეს უკვე რიგით მეექვსე შეხვედრა იყო.
შეგახსენებთ, რომ სირიაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირებისა და სამშვიდობო პროცესის დაწყების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო კონფერენციის მოწვევაზე შეთანხმდნენ.
სამოქალაქო დაპირისპირება სირიაში და კონფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე თითქმის ორი წელია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით დაიღუპა 80 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები