პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების, ნინო ბურჯანაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიების შესაძლო გაერთიანება ძნელად წარმოუდგენია.
"ძნელად, მაგრამ ასეთი გაერთიანება შემიძლია წარმოვიდგინო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე პოლიტიკოსი დათანხმდება, რომ მათი პარტიების მიმზიდველი სახელწოდებები შეიცვალოს და დაერქვას "დაუმორჩილებელთა, ან შეურიგებელთა ფრონტი", მაგრამ თუ საუბარია ტერმინოლოგიაში რაიმე ტიპის დემოკრატიის არსებობაზე, მაშინ ოქრუაშვილი-ბურჯანაძის შესაძლო ალიანსი წარმოუდგენლად მიმაჩნია", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ქართული მედია თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის პარტიების შესაძლო გაერთიანებაზე აქტიურად წერს.