ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი წყვილების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნდა. რეიტინგის მიხედვით ირკვევა, რომ პირველ ადგილზე და შესაბამისად მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი წყვილი ბარაკ და მიშელ ობამები არიან.
ობამების წყვილის შემდგომ რეიტინგში მოხვდნენ ბილ გეიტსი და მისი მეუღლე მელინდა. Forbes-ის წერს, რომ გეიტსების წყვილი მსოფლიოში ყველაზე გულუხვი წყვილია. წყვილმა გასულ წელს, სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებისთვის 3,4 მლრდ დოლარი გაიღო.
მესამე პოზიციაზე არიან ბიონსე და ჟეი ეი. მეოთხე პოზიციაზე კი ჩინეთის ლიდერი პიენ ლიუანი და მისი მეუღლე არიან. მეხუთე პოზიციაზე კი რეიტინგში ცნობილი ჰოლივუდელები ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი მოხვდნენ.