საუდის არაბეთის 88 წლის მეფე აბდალა იბნ აბდელ აზიზ ალი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფება. არაბული მედიის ინფორმაციით, მეფე საუდის არაბეთში აპარატზეა მიერთებული და სიკვდილს ებრძვის. მონარქს გულმა და თირკმელებმა უმტყუნა.
მეფე აბდალა 13-ჯერაა დაქორწინებული და მთლიანობაში 35 შვილის მამაა. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის აგვისტოდან ქვეყანას ძირითადად აბდალას მემკვიდრე, მომავალი მეფე სალმანი მართავს.
წლის დასაწყისში Forbes -მა მონარქის ქონება 63,2 მლრდ დოლარად შეაფასა. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ აბდალა აფინანსებს ქვეყანაში მეტროსადგურის მშენებლობას, რომელიც მთლიანად ოქროსგან იქნება აშენებული.
მასალის გამოყენების პირობები