ერაყის ქალაქებში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა და 26 მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ასოშიეითიდ პრესი" ავრცელებს.
მსხვილი ტერაქტი განხორციელდა ქვეყნის შრდილოეთით მდებარე ქალაქ მოსულში, სადაც ტერორისტებმა მოქმედებაში მოიყვანეს ავტომობილში ჩამონტაჟებული მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილება. შედეგად, ძალოვანი უწყებების ოთხი თანამშრომელი გარდაიცვალა. კიდევ ორი ადამიანი ქალაქის სხვა რაიონებში დაიღუპა.
ბაღდადის ჩრდილოეთით ტერორიასტებმა ავტომანქანიდან გახსნეს ცეცხლი მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. ტერორისტების შეტევის შედეგად სამი სამხედრო მოსამსახურე პროვინცია ანბარში დაიღუპა.
გაეროს ექსპერტების მონაცემებით, აპრილში ერაყში დაახლოებით 700 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ტერორისტების იერიშების შედეგად. ეს რიცხვი ყველაზე დიდია 2007 წლის შემდეგ. „ასოშიეითიდ პრესის" დათვლებით კი უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ტერაქტების შედეგად უკვე 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები