პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, საუბარი იმაზე, რომ ზურაბ ნოღაიდელი ოპოზიციური სპექტრისთვის საშიშ ძალას წარმოადგენს, გაზვიადებულია.
"საუბარი იმაზე, რომ ნოღაიდელი ოპოზიციური სპექტრისთვის წარმოადგენს საშიშ ძალას შეიძლება გაზვიადებულიც იყოს, ვინაიდან ამ პოლიტიკოსის რეალური ბუნება, მისი გარდაქმნის საიდუმლოება, მისი დავაჟკაცება, მისი ტერმინოლოგიის ხულიგნური გამოთქმებით დატვირთვა მარტივად იშიფრება ამ საქმეში ჩახედული ადამიანების მიერ და ამიტომაც ის საფრთხეს ვეღარ წარმოადგენს", - განუცხადა ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
აღნიშნულ კონტექსტში, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ფორმულა "ყველას მინუს ერთი" დღევანდელ ოპოზიციაში უადგილო მოთხოვნაა, რადგან მიიჩნევს, რომ
"მინიმუმ ერთი ოპოზიციური ძალა, რომელთანაც არასდროს ითანამშრომლებს თითოეულ ლიდერს ეგულება".