ბრიტანული საგრაფოს კამბიას ზოოპარკის თანამშრომელი ვეფხვის თავდასხმის შედეგად მიყენებული ჭრილობებისაგან გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ზოოპარკის მეპატრონე აცხადებს, რომ თანამშრომელ ქალს, არავითარი საბაბი არ ჰქონდა ვეფხვთან გალიაში შესულიყო. მან ასევე აღნიშნა, რომ გარდაცვლილი თანამშრომელი ზალიან გამოცდილი იყო და მან იცოდა, თუ როგორ მოპყრობოდა მხეცებს და ასევე მან იცოდა ისიც, რომ მათთან პირდაპირი კონტაქტიდან თავი უნდა შეეკავებინა.
24 წლის სარა მაკკეი ჰოსპიტალში გარდაიცვალა, სადაც იგი თავისა და ყელის მძიმე ჭრილობებით მოათავსეს.