"ყველა პოლიტიკური ლიდერი, თავად წყვეტს თავის მომავალს",- _ ამის შეახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
"ეს იყო კონსტანტინე გამსახურდიას, როგორც პოლიტიკური ლიდერის გადაწყვეტილება და მე არ მაქვს უფლება გავაკრიტიკო, რადგან ყველა პოლიტიკური ლიდერი თავად წყვეტს თავის მომავალს", _ განაცხადა უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, პარტია "თავისუფლების" ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში ბრუნდება. როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, შესაბამისი განცხადებით პარლამენტის ტავმჯდომარეს უახლოეს ხანში მიმართავს. "კონსულტაციებიდან და პირადი მოსაზრებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე პარლამენტში შევიდე და დეპუტატის უფლებამოსილება აღვიდგინო", - აცხადებს გამსახურდია. მისივე განმარტებით, ის საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების შემდეგ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებების შემსწავლელი კომისიის მუშაობაშიც ჩაერთვება. ამასთან, გამსახურდია არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფსაც შეუერთდეს.