კონსტანტინე გამსახურდია პოლიტიკურ პენსიაში შევიდამ _ ამის შეახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა განუცხადა.
"გაერთიანებულმა ოპოზიციამ წინასწარი წესით გადაწყვეტილება მიიღო, რომლის დარღვევაც არავის ეპატიება. კონსტანტინე გამსახურდია პოლიტიკურ პენსიაში შევიდა და მან თავის თავს, თვიტონვე გამოუტანა განაჩენი",- განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დავითაშვილმა
მისივე განცხადებით, ის რაც საკუთარ თავს გაუკეთა გამსახურდიამ მაგაზე მეტი ჩვენ არაფერი შეგვიძლია.
შეგახსენებთ, რომ დღეს კონსტანტინე გამსახურდიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში დაბრუნების შესახებ.
ცნობისთვის, პარტია "თავისუფლების" ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში ბრუნდება. როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, შესაბამისი განცხადებით პარლამენტის ტავმჯდომარეს უახლოეს ხანში მიმართავს. "კონსულტაციებიდან და პირადი მოსაზრებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე პარლამენტში შევიდე და დეპუტატის უფლებამოსილება აღვიდგინო", - აცხადებს გამსახურდია. მისივე განმარტებით, ის საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების შემდეგ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებების შემსწავლელი კომისიის მუშაობაშიც ჩაერთვება. ამასთან, გამსახურდია არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფსაც შეუერთდეს.