24-28 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით „ახალი სეზონის" ფარგლებში მოეწყობა ტური კინტრიშის ნაკრძალის, ისპანის და ციხისძირის მიმართულებით უკრაინელი, რუსი, ესტონელი და ჰოლანდიელი სტუმრებისათვის. რომლებიც დაათვალიერებენ და გაეცნობიან კინტრიშის ხეობის უნუკალურობას, მოინახულებენ წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერს, ბზის კორომებს, თაღოვან ხიდებს, ღვინის ქვევრებს და ჩანჩქერებს. ტურისტულ მარშუტს გაუწევენ გიდობას ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის" სტუდენტები.
ღონისძიების ფარგლებში ასევე იგეგმება ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის" 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით კულინარიული მასტერკლასი, საიუბილეო კონცერტი ქობულეთის ზღვისპირა პარკის „ამფითეატრი" ქართულ ესტონური კულტურის ზეიმი.
ღონისძიების "ახალი სეზონი" მხარდამჭერია ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა".