Apple-ს გენერალურმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა, აშშ-შ სენატის კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას პარლამენტარებს აშშ-ში კაპიტალის უკუგების განაკვეთის შემცირებისკენ მოუწოდა.
მისი განმარტებით, არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით
Apple-ი საკუთარი მოგების ნაწილს უცხოეთში ტოვებს, რაშიც დანაშაული არაფერი არ არის. იმავდროულად კომპანია გადასახადებს ბოლო დოლარამდე იხდის.
სენატის გამოძიებაში კი ნათქვამია, რომ კომპანიას 79 მლნ დოლარიანი შემოსავლიდან გადასახადები არ გადაუხდია, რომელიც მან 2009-2012 წლებში მიიღო.
სენატორებმა თავის გამოსვლებში აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას არსებული კანონმდებლობა არ დაურღვევია, არსებობს იმის აუცილებლობა, რომ „საგადასახადო კოდექსში" სიღრმისეული ცვლილებები შევიდეს, რათა ხარვეზები აღმოიფხვრას.
ამ დროისათვის სენატი აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რაც აშშ-ში კაპიტალის უკუგების განაკვეთის შემცირებას ითვალისწინებს.
ტიმ კუკი ვარაუდობს, რომ საპროცენტო განაკვეთი 20 %-ით შემცირდება და რეპატრიაციის საპროცენტო განაკვეთი 5-7 %-ით განისაზღვრება.