2013-2016 წლებში აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა განხორციელდება, რომელიც მცირე ფერმერთა ხელშეწყობას ითვალისწინებს. ევროკავშირისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფინანსებით
3.3 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს წარუძღვება გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
პროექტის პარტნიორები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აჭარის აგროსერვისი, ხოლო მისი მთავარი მიზნები შემდეგია: აჭარაში სოფლის მეურნეობის ეფექტურობის გაზრდა, მცირე ფერმერთა, როგორც სოფლის მეურნეობის მთავარი დასაყრდენის, გაძლიერება, და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსტიტუციური განვითარება.
აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების ინიციატივა ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის ნაწილია. ENPARD-ის საშუალების ევროკავშირი ხელს უწყობს მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკის ზრდას, სტაბილურობასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას სურსათის უვნებლობის, მდგრადი წარმოებისა და სოფლის მოსახლეობის დასაქმების საფუძველზე.
საქართველოში პროგრამა ENPARD დაიწყო 2013 წლის მარტში და მიზნად ისახავს სურსათის წარმოების ზრდას და სოფლად სიღარიბის შემცირებას. ENPARD საქართველოს მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 40 მილიონს ევროს.