მსოფლიოში ოქროს ფასი ეცემა, რასაც ანალიტიკოსების აზრით დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მილიარდელი ჯორჯ სოროსი იმ ინვესტორებს შეუერთდა, რომლებიც ოქროში ინვესტიციებს ამცირებენ.
Bloomberg-ის მიერ გამოკითხული 70 ანალიტიკოსი ოქროზე ფასის დაცემას მომავალ კვირაშიც ელოდება. ოქროზე ფასის ვარდნა ჯერ კიდევ წინა კვირაში დაიწყო, როდესაც ინვესტორების ნაწილმა ოქროზე რწმენა დაკარგეს, როდესაც დაინახეს, რომ მაღაზიებში ოქროზე მოთხოვნამ იკლო.სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, წლის დასაწყისიდან დღემდე ოქროზე ფასი 18 %-ით შემცირდა. Credit Suisse Group-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე ერთი უნცია ოქროს ფასი 1100 დოლარამდე დავარდება.
მასალის გამოყენების პირობები