საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბრაზილიელ ბიზნესმენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველო-ბრაზილიის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განხილეს.
ბიზნესდელეგაცია 15-მდე კომპანიის წამყვანი პირისაგან შედგება და ისეთ მსხვილ სექტორებს წარმოადგენენ, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, წარმოება, საკვები პროდუქტები, ავიაცია და სხვა.
დღეს, დაგეგმილია ასევე შეხვედრა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორთან, გიორგი პერტაიასთან და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ირაკლი კოვზანაძესთან. შეხვედრაზე ბრაზილიელი ბიზნესმენები გაეცნოებიან საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს, ბიზნეს-შესაძლებლობებსა და წარმოებასთან დაკავშირებულ პროცედურებს.
ბრაზილიელ ბიზნესმენთა მიზანს ასევე წარმოადგენს ადგილობრივი ბაზრის შესწავლა და შესაბამისი კონტაქტების დამყარება შემდგომი თანამშრომლობის მიზნით.
ვიზიტის ფარგლებში ბიზნეს დელეგაცია სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად ასევე შეხვდება კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც.