საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილეს მინ ჟუს. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში მიმდინარე ვიზიტს.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ფონდის ხელმძღვანელობის სრული და უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებისა და მის მიერ ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკისადმი.
მასალის გამოყენების პირობები