ბიზნესი ლიმონივით გამოწურული იყო და ეხლა სულს ითქვავს, აღნიშნულის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში, უმრავლესობასთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც ნოდარ ხადურმა განაცხადა „საგადასახადო კოდექსი" მაქსიმალურად სრულყოფილი უნდა იყოს და ის ორმაგი წაკითხვის საშუალებას აღარ უნდა იძლეოდეს. „დავების საბჭოზე სერიოზული პროგრესი გვაქვს და ბევრი კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა საკითხები. პრაქტიკულად 67 %-ზე ავიდა გამამართლებელი გადაწყვეტილებები. ასე, რომ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და მართლაც ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს „ლიმონივით გამოწურული" ეკონომიკა ნელ-ნელა ფეხზე წამოვაყენოთ"- აღნიშნა ხადურმა.
მასალის გამოყენების პირობები