მაისის ბოლოს საქართველო მნიშვნელოვან ფინანსურ ღონისძიებას უმასპინძლებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, 30 მაისიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით საქართველოში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის იმ ჯგუფის ფინანსთა მინისტრები და ეროვნული ბანკების პრეზიდენტები ჩამოვლენ, სადაც საქართველოა გაწევრიანებული. საუბარია სულ 15 ქვეყნის ფინანსთა მინისტრებზე და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებზე.
„ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება იმისათვის, რათა პოპულარიცაზია გაუკეთდეს საქართველოსა და საქართველოს ეკონომიკას"- აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
მასალის გამოყენების პირობები