ფინანსთა მინისტრი 2013 წელს ისევ ეკონომიკის 6 %-იან ზრდას პროგნოზირებს. როგორც ნოდარ ხადურმა განაცხადა წელს ეკონომიკა 6 %-ით გაიზრდება, თუმცა არსებობს მთავარი პრობლემა - ფასების სტაბილურობა.
„ფასების ზრდაზე 2 ფაქტორი მონაწილეობს. ერთია ინფლაცია, ხოლო მეორე მშპ-ს ზრდა, რომელიც 2 %-ი იყო და იმედი გვაქვს, რომ მომავალში გაიზრდება, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს გვაქვს დეფლაცია. და ნომინალური მშპ, რომელსაც ჩვენ ვგეგმავდით ჯერჯერობით არ იზრდება. თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩვენ და საქართველოს ეროვნული ბანკი მოვახერხებთ ამ პრობლემის მოგვარებასაც, მაგრამ ეს უფრო გრძელვადიანია"- განაცხადა ნოდარ ხადურმა. მინისტრის თქმით, ამ ეტაპისთვის ბიუჯეტი კორექტირება არ იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები