ვენესუელის ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილი მწვავე დეფიციტის გამო, უახლოეს მომავალში 50 მილიონი ტუალეტის ქაღალდის ომპორტირებას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები მაღაზიებში უკვე ორ კვირაზე მეტია ტუალეტის ქაღალდს ამაოდ ეძებენ და იმ მაღაზიებში სადაც იშვიათად შეაქვთ ეს "დეფიციტური საქონელი" უზარმაზარი რიგებია.
აღსანიშნავია, რომ ტუალეტის ქაღალდი ვენესუელაში დეფიციტში მყოფი ერთადერთი საქონელი არ არის. ხელისუფლება იძულებულია ასევე საზღვარგარეთ შეიძინონ რძე, კარაქი და ყავა.