დღეს, 16 მაისს, ფინანსთა მინისტრს საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე პასუხის გაცემა მოუწვევს.
როგორც ნოდარ ხადურმა განაცხადა ის უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე შეხვდება და ამომწურავ პასუხებს გასცემს ყველა შეკითხვას, რომელიც ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს შეეხება.
,, მექნება შესაძლებლობა რომ საქართველოს პარლამენტში მივიდე საპარლამენტო უმცირესობასთან და უმრავლესობასთან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ვისაუბრო", -განაცხადა ხადურმა.
ფინანსთა მინისტრმა EBRD -ის მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროგნოზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა რომ წელს საქართველოს ეკონომიკა უფრო ზრდადი იქნება, ვიდრე ჩვენს მეზობელი ქვეყნებში.
,, EBRD-მა შეამცირა მთელს მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზები და მინდა გითხრათ, რომ EBRD -ის გათვლებით საქართველოს უფრო მეტად მზარდი ეკონომიკა ექნება ვიდრე ნებისმიერ ჩვენს მეზობელს", -განაცხადა ხადურმა.