ხვალ, 24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მეტეხის ეკლესიის ეზოში მდუმარე აქცია გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ახალგაზრდებმა დღეს მოსაწვევები დაარიგეს და მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.
მოსაწვევების დარიგებაში თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი, მათ შორის "ეროვნული ფორუმის", "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს", კონსერვატიული პარტიის, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის", გაერთიანების "ჩვენ თვითონ".
მდუმარე აქციაში მონაწილეობის მიღებისკენ საზოგადოებას თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის, ტექნიკური უნივერისტეტის თვითმმართველობის და სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებიც მოუწოდებდნენ.