„საქართველოს ბანკმა" ყველაზე მოთხოვნად პროდუქტზე - „სესხი რემონტისთვის",, სპეციალური შეთავაზება აამოქმედა. ბანკის ინფორმაციით, მომხმარებელი, რომელიც 30 ივნისამდე ისარგებლებს „სესხით რემონტისთვის", საჩუქრად მიიღებს ქონების დაზღვევას. „სესხი რემონტისთვის" გაიცემა შემოსავლების დადასტურების გარეშე და მხოლოდ მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი რემონტის ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე.
„სესხი რემონტისთვის" შეიქმნა მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად და საუკეთესოდაა მორგებული სახლის და/ან ბინის გარემონტების, ასევე ავეჯის შეძენის საჭიროებას. პროცედურა ძალიან მარტივია -მომხმარებელმა საკმარისია წარადგინოს რემონტისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა.
„სესხი რემონტისათვის" გაიცემა როგორც ლარში, ისე დოლარში; სესხის ვადა 6 წლამდეა.