დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ათზე მეტი ქვეყანა მზად არის რესურსები გამოყოს თავდაცვითი მისიისთვის, რომლის მიზანია ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების აღდგენა.
ამის შესახებ Reuters წყრაოზე დაყრდნობით იუწყება.
საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ პარიზში გამართეს შეხვედრა, რომელშიც 49 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე განიხილეს შესაძლო მრავალეროვნული თავდაცვითი მისიის მომზადება, რომელიც მიზნად ისახავს ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, როგორც კი ამის საშუალებას მიეცემათ.
„ჩვენ გავაგრძელებთ ამ სამუშაოს სამხედრო დაგეგმვის კონფერენციაზე, რომელიც მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება, სადაც მისიის შემადგენლობის შესახებ დამატებით დეტალებს გავაცხადებთ. უკვე ათზე მეტმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს რესურსები“, – განუცხადა სტარმერმა ჟურნალისტებს ემანუელ მაკრონთან, ფრიდრიხ მერცთან და ჯორჯია მელონისთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ღია იქნება ყველა კომერციული გემისთვის ისრაელ-ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის პერიოდის განმავლობაში.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ განაცხადა, რომ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში დარჩება მანამდე, ვიდრე შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმება „100%-ით არ შესრულდება“
ამის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ „როგორც კი ამისი პირობების შეიქმნება, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი დაიწყებენ მხოლოდ თავდაცვით სამხედრო მისიას, რომლის მიზანიც იქნება ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების დაცვა.
თავის მხრივ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ამ მისიაში „საზღვაო დანაყოფებს“ გაგზავნის.
ასევე მონაწილეობისთვის მზადყოფნა დაადასტურა გერმანიამაც.