შეამცირებს თუ არა სსფ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მაჩვენებელს კვირის ბოლოს გაირკვევა. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქაგადგიძემ სავალუტო ფონსი მისაიასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, სავალუტო ფონდთან მოლაპარაკების პირველი რაუნდის მიზანია ადეკვატურად და რეალურად შეფასდეს მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები.
„იმისათვის რომ მზად ვიყოთ ნებისმიერი გამოწვევისათვის. როგორც ოპტიმისტური სცენარის განვითარებისთვის, ასევე პესისმიტური სცენარისთვის. შეხვედრაზე საუბარი გვექნება ასევე გრძელვადიან გეგმებსა და მოკლევადიან ასპექტებზე. რაც მთავარია, უნდა მოვახერხოთ სამომავლოდ ისეთი პარამატრების შეჯერება, რომელიც მისაღები იქნება როგორც სავალუტო ფონდისთვის, ასევე საქართველოს ხელისუფლებისთვის", - განაცხადა ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ სებ-ის პრზიდენტმა რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლის შესაძლო კლებაზე განცხადება გააკეთა. „საქსტატმა" გამოაქვეყნა 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემები. ჩვენ ასევე გვაქვს აპრილის წინასწარი მონაცემებიც. სამწუხაროდ ამ მონაცემების ერთობლიობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვივარაუდოთ, რომ ჩვენ წლის ბოლოს 6 %-იან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე გავალთ. ამისი მიზეზი ერთის მხრივ არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების შენელება, ასევე ადგილობრივი ფაქტორი. მხედველობაში მაქვს ადგილობრივი ბიზნესის პასიურობა, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოსულა მოლოდინის რეჟიმიდან"- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.