საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შარშანდელმა აგვისტოს ომმა მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცე შეცვალა.
"შემთხვევითი არ არის, რომ გასული წლის ომის შემდეგ მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცე შეიცვალა. პრაქტიკულად დაშლილია დსთ, რომელიც შარშან საქართველომ დატოვა. თუ პირველ სამიტებზე, სადაც მე დავდიოდი, იყო სრული ანშლაგი, ახლა მასზე ორი-სამი ლიდერი ხვეწნით ჩაჰყავთ. აღარავის აღარ უნდა იქ წასვლა", - განაცხადა სააკაშვილმა დღეს გორში ყოფნისას.
მისივე თქმით, ერთი წლის წინ "ყველას ჰქონდა დადებული ნიძლავი, რომ საქართველო დაიშლებოდა და დაქუცმაცდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა".
"ერთი წლის წინ, ერთ-ერთი ჩემი მეგობარი სახელმწიფოს ლიდერი მეუბნებოდა, რომ საქართველოს დღევანდელ მთავრობის გადარჩენის შანსებს მხოლოდ 20%-ად აფასებდნენ, რადგან დაფიცებული ჰქონდა დამპყრობელს, რომ ეს მთავრობა ვერ გაძლებდა, თუმცა ჩვენ გადავრჩი და გავძლიერდით",- აღნიშნა მან.