აშშ სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს სირიისთვის საჰაერო თავდაცვის იარაღის მიყიდვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული განცხადება ჯონ კერიმ რომში ვიზიტის დროს გააკეთა.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით ამერიკა რუსეთთან დაწყებულ თანამშრომლობას მიესალმება, რომელიც სირიაში სისხლისღვრის შეწყვეტას ითვალისწინებს, თუმცა ვაშინგტონი სირიის რეჟიმისთვის სარაკეტო სისტემის მიწოდებას ეწინააღმდეგება.
ჯონ კერის განმარტებითვე სირიის მიერ რაკეტების შეძენის შემთხვევაში ისრაელისთვის საფრთხე დიდი იქნება. სირიის მიერ რუსეთის მხრიდან სარაკეტო სისტემის მიყიდვაზე ინფორმაციას ისრაელი ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი სირიის მთავრობას თანამედროვე სახმელეთო-საჰაერო ტიპის სისტემას გადასცემს.