13 მაისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და PMC Research Center, USAID-ის პროექტის Good Governence of Georgia მხარდაჭერით, გამართავს შეხვედრა-დისკუსიას სახელმწიფო შესყიდვებით დაინტერესებულ პირებთან.
შეხვედრაზე განხილული იქნება:
შესყიდვების სააგენტოში გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და საზოგადოებასთან ურთიერთობის არსებული პრაქტიკა, საკომუნიკაციო არხები და შესაძლებლობები;
სააგენტოს კომუნიკაციის პრაქტიკის კვლევის შედეგად გამოვლენილი ძლიერი, სუსტი მხარეები და შესაძლებლობები;
სახელმწიფო შესყიდვების უფრო ეფექტიანად მუშაობისათვის საჭირო აქტივობები.
დაინტერესებული მხარეების ჩართულობის და უკეთესი კომუნიკაციის საშუალებები.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს ასოციაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანია საზოგადოების ჩართულობის გაზრდა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში და სახელმწიფო შესყიდვების პროცესზე საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერების ხელშეწყობა.