დღეისათვის პოლიტიკური ზეწოლა ბიზნესზე არ არსებობს, აღნიშნულის შესახებ განცხადებას ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია აკეთებს. გახარიას განმარტებით, ბიზნესს დღეს ადმინისტრირების პრობლემა გააჩნია, რაც ბიზნესუმბუდსმენის აზრით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს.
„დღეისათვის პოლიტიკური ზეწოლა ბიზნესზე არ არსებობს. თუმც არსებობს ადმინისტრირების პრობლემა. მიმაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების პრობლემაც ზუსტად ამაში მდგომარეობს. ერთის მხრივ ადმინისტრირების პრობლემა გამომდინარეობს მენეჯმენტის ხარისხიდან და მეორეს მხრივ ადმინისტრირების პრობლემა სამწუხაროდ კომპეტენციის დაბალ დონიდან გამომდინარეობს. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა რომელიც ხელს უშლის ბიზნესისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარებას"- აცხადებს გიორგი გახარია.
მასალის გამოყენების პირობები